სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. კანონმდებლობის თანახმად, რულოვსი საარჩევნო ბიულეტენში იქნება, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„პირველივე ტურში გავედი, ამიტომ შეურაცხყოფად მიმაჩნია ამ უსამართლო არჩევნებში მეორე ტურში შესვლა. მთელი ზუგდიდი ისედაც წნეხის პირობებშია და არ მინდა ხალხს პრობლემები შეუქმნან და დასცინონ. მე პარლამენტიდან თუ სხვა ადგილიდან ისედაც დავუდგები ჩემ ხალხს გვერდში“, – განაცხადა რულოვსმა „ოდიში ნიუსთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ოლქში პირველი ტურის შემდეგ მიღებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ენმის კანდიდატი სანდრა რულოვსი უნდა დაპირისპირებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები