სოზარ სუბარი სამართალდამცველებს მადლობას უხდის – „ქვასროლია პარტიას, ქვების სროლის საშუალება არ მივეცით“

ქვასროლია პარტიას, ქვების სროლის საშუალება არ მივეცით,- ამის შესახებ „შაბათის კურიერის“ პირდაპირ ეთერში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, განაცხადა.
სოზარ სუბარი მარნეულში იმყოფებოდა, სადაც განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. მისი განცხადებით, მარნეულში ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო.
მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც უბანზე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და წესრიგს იცავდნენ.
„შესაბამისად, იმ ქვასროლია პარტიას, რომელმაც ორი კვირის წინ ზუსტად ამ უბანზე ქვის სროლით პროცესი ჩაშალა და თავს დაესხნენ პოლიციელებს, არ დასცალდათ თავისი ამ სტილის განხორციელება. გაგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც 2003 წელს ქვების სროლით დაიწყო თავისი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეგიონში – ბოლნისში. სწორედ ქვების სროლით გააგრძელა საარჩევნო კამპანია 2012 წელს – გორში, კარალეთში და მემგონი, ქვების სროლით დაასრულა თავისი კარიერა ორი კვირის წინ მარნეულში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი NDI-ის რეკომენდაციასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის NDI -მ უაღრესად დადებითად შეაფასა არჩევნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები