ყიზილაჯლოს N48 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N48 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა 378, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 307 ხმა მიიღო.
აღნიშნულ ფაქტს 48-ე უბანთან შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საზეიმო შეძახილებით და ოვაციებით შეხვდნენ.
ამასთან, ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია მეორე ტურთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები