ლორა თორნტონი: ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა, – აღნიშნული განცხადება NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, NDI-ის განცხადებაში საუბარი იყო მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეზე იმ შემთხვევაში, თუკი 8 ოქტომბერს დაფიქსირებული ხარვეზები არ გამოსწორდებოდა.

„ძალიან დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ჩვენმა განცხადებამ – 8 ოქტომბერს ჩატარებულმა პროცესმა გამოხატა ხალხის ნება. ამ პროცესის ლეგიტიმურობა ჩვენ ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია და არასდროს გვითქვამს მსგავსი რამ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ არსებობდა პროცესში პრობლემები. მაგალითად, ადმინისტრაციული პრობლემები, რომლებიც უბნებზე იყო და აღვნიშნეთ, რომ შესაძლოა ამან მომავალში, ჰიპოტეტურად შეუქმნას პრობლემები იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს კარგად, შეიძლება ვინმემ ამით მანიპულაცია სცადოს. მომავალ არჩევნებზე გვაქვს საუბარი – საპრეზიდენტო, ადგილობრივი არჩევნები საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები