კახა კალაძე: ჩვენ ვემზადებით და დარწმუნებულნი ვართ, რომ 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ

პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას – პარლამენტში თუ მთავრობაში.
როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კალაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„გულწრფელად გეტყვით, რომ დღეს, ჩემთვის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია მზადება მეორე ტურებისთვის. ჩვენ ვემზადებით და დარწმუნებული ვართ, რომ 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები