კახა კალაძე: “ნაციონალური მოძრაობიდან” ვერც ერთი დეპუტატი დამატებით ვეღარ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ამომრჩეველმა არ უნდა დაუჯეროს “ნაციონალური მოძრაობის” დემაგოგიას და მისი არც ერთი დეპუტატი პარლამენტში ვერ უნდა მოხვდეს.
“მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს – არ დაუჯერონ ”ნაციონალური მოძრაობის” სიცრუეს, დემაგოგიას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ და დღესაც აგრძელებენ. 30 ოქტომბერს უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე, მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ყველამ ერთად, ეს გადაწყვეტილება უნდა სწრაფი ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, რომელსაც ყველა ქართველი მიიღებს. ”ნაციონალური მოძრაობიდან” ვერც ერთი დეპუტატი დამატებით ვეღარ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში”, – განაცხადა კახი კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები