ცესკო 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ცესკო განმეორებით კენჭისყრაზე 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მონაცემები საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.
მისი თქმით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 766-მა, რაც ამომრჩეველთა 53.3%-ს შეადგენს.
ზუგდიდის 38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 461-მა, რაც 40.3%-ია. ზუგდიდის 79-ე უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან უბნებზე გამოცხადდა 567, რაც 61.3%-ია. ხოლო, ზუგდიდის 108-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 440-მა, რაც ამომრჩეველთა 56.8%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები