კახა კალაძე: ყველა უბანზე “ქართული ოცნება” ლიდერობს, თუმცა მეორე ტური იქნება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის ინფორმაციით, ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი არჩევნები სრული სიმშვიდით წარიმართა.
როგორც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მან განაცხადა, პირველადი მონაცემებით, ყველა უბანზე “ართული ოცნება” ლიდერობს.
ამასთან, კალაძის პროგნოზით, აღნიშნულ ოლქებში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტურია მოსალოდნელი.
”არჩევნები სრული სიმშვიდით წარიმართა და განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები მშვიდად და გამჭვირვალედ დასრულდა. პირველადი მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, ყველა უბანზე ”ქართული ოცნება” ლიდერობს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეორე ტურების გამართვა აუცილებელი იქნება, რომელიც 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მარნეულში გზების გადაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
”რაც შეეხება მარნეულში, პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს იყო სიცრუე და დემაგოგია, ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის მხრიდან. ჩვენ ამას შეჩვეული ვართ. მარნეულში, პირველ ტურში მომხდარ ინციდენტს თუ გავიხსენებთ, ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მისი მაჟორიტარი კანდიდატი იყო თავი და თავი ამ ყველაფრის, როცა უბანზე შეიჭრა, ჩაშალა არჩევნები, ისროდნენ ქვებს და სიტუაცია მაშინ განიმუხტა, როცა სიტუაციაში სპეცრაზმი ჩაერთო. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიციამ გზა გადაკეტა და ამომრჩევლებს უბანზე ხმის მისაცემად მისვლის საშუალებას არ აძლევდა, სიცრუეა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები