თბილისში ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო “დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ​
თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მანქანამ დაარტყა და გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გონზე მოიყვანა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და თავის ტრავმა აღენიშნებოდა. იგი ელიზაბეტ ბლექველის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ​ ​შემთხვევა დღეს დილის საათებში, 10.20 წუთზე მოხდა. ​შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.14794081_1265651170124040_1517697441_n (1) 14797373_1265651166790707_2140021074_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები