სუბარი: ყიზილაჯლოს უხუცესებმა თავის თავზე აიღეს ფუნქცია, რომ აქ აბსოლუტური წესრიგი იყოს

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე სიტუაციას ყიზილაჯლოს უხუცესები აკონტროლებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების კიდევ ერთხელ განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყიზილაჯლოს უხუცესებმა თავის თავზე აიღეს ფუნქცია, რომ აქ აბსოლუტური წესრიგი იყოს. აქ არიან და აკონტროლებენ ვითარებას, რომ იგივე არ მოხდეს, რაც პირველ ტურში მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა და ლიდერებმა შეძლეს ახალგაზრდობის აყოლიება, მოხდა საარჩევნო უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა. სოფლის უხუცესებმა აიღეს თავის თავზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცენ პროვოკაციების გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მარნეულის N48-ე უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს, რადგანაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე, აღნიშნულ უბანზე მომხდარი ინციდენტის გამო, შედეგები გაბათილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები