თბილისში მიკროავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურს შეეჯახა – არიან დაშავებულები

თბილისში, საბურთალოზე სამარშრუტო მიკროავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება ოთხმა მგზავრმა მიიღო, რომლებიც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები