მანანა კობახიძე: ჩვენ აქ ახლა კამპანიას არ ვეწევით, უბრალოდ, გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა
“კარგია, რომ ჩვენ აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში განმეორებით ვატარებთ ამ სამ უბანზე არჩევნებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, მანანა კობახიძემ განმუხურში, საარჩევნო უბანთან განაცხადა.
“უპრეცედენტოდ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატარეთ. კარგია, რომ ჩვენ აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში განმეორებით ვატარებთ ამ სამ უბანზე არჩევნებს. დღეს მთავარია, რომ იყოს აქტიურობა და ყველამ თავისი ნება გამოხატოს თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მე რა თქმა უნდა, მხარდასაჭერად ვარ ჩამოსული, მაგრამ ჩვენ აქ ახლა კამპანიას არ ვეწევით, უბრალოდ, გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა”,- აღნიშნა კობახიძემ.