ყიზილაჯლოს N48 საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩევლიდან 303 ამომრჩეველი უკვე მივიდა
12.00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს N48 საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩევლიდან 303 ამომრჩეველი უკვე მივიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის N22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ განუცხადა.
”48-ე საარჩევნო უბანზე დილის 5:00 საათიდან ვიმყოფები, რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ამ დროისათვის უბანზე დაწერილია 5 საჩივარი, რომლებსაც საოლქო კომისია განიხილავს”, – განაცხადა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ.