ეკა ბესელია გიგა ბოკერიას განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამომრჩეველზე რაიმე სახის ზეწოლას ან დაშინებას ადგილი არ ჰქონია.
განცხადება ბესელიამ მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„არაფერი ზეწოლა აქ არ ხდება, ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. თუ ვინმეს უნდა, რომ ხელოვნურად შექმნას ასეთი სურათი, ეს მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იქნება. მე რასაც ვაკვირდები, აბსოლუტურად ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. თუ რაიმე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა, შიგნით მუშაობს კამერები და შეუძლია, ვიდეომასალაზე დაყრდნობით, რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ, განსაკუთრებით მარნეულის აღნიშნულ ოლქში, დაშინებისა და მუქარის მიზნით, განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია.
გიგა ბოკერია, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები