შალვა ხუციშვილი: თუ აუცილებელი იქნება, პოლიცია უნდა იყოს უბნის ტერიტორიაზე

საარჩევნო უბნების მახლობლად პოლიცია პატრულირებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საარჩევნო უბნებზე პოლიციელთა რაოდენობა იმის პროპორციული იქნება, რა საჭიროებაც დადგება.
შალვა ხუციშვილის იმედოვნებს, რომ განმეორებითი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.
„პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე არ იქნება, მაგრამ იქნება აქტიური პატრულირება, ისე რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის სათანადო ძალები ჩანდეს და თუ საჭირო გახდება, ჩვენ კანონი გვეუბნება, რომ თუ აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიცია უნდა იყოს უბნის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები