ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე – განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. სამივე უბანი 07:00 საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და უბნებზე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯიხაშკარის N79-108-ე და განმუხურის N38-ე უბანზე დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება.
8 ოქტომბერს, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბანზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საარჩევნო უბნის დარბევა მოხდა, რის გამოც კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, ხოლო განმუხურის 38-ე უბანზე, გარკვეული დარღვევების გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები