ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დარჩელის პოლიციის უფროსი ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც დარჩელის პოლიციის უფროსის, ზაზა მესხიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მესხია შვილის საფლავიდან ბრუნდებოდა, როცა ხეს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები