მამუკა მდინარაძე: თუ იქნება საფუძვლიანი საჩივარი, ამ შემთხვევაში კომისია საფუძვლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს არჩევნების პროცესი მშვიდობიან ვითარებაში ჩაივლის. ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა, სადაც ის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აკვირდება.
”მედიის წარმომადგენლების, დამკვირვებლებისა და სხვა წარმომადგენლების უპრეცედენტო სიმრავლემ გარკვეული შეფერხება შექმნა საარჩევნო უბანზე, თუმცა ამჟამად ჩვეულებრივი ინტენსივობით მიმდინარეობს არჩევნები და ამომრჩეველი თავისუფლად აფიქსირებს საკუთარ ნებას. მე ვფიქრობ, ოთახის სიდიდეზე საუბარი ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტია, რადგან როგორც სხვა შემთხვევაში  ტარდება არჩევნები, ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივენაირად მიმდინარეობს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება დარღვევების დაფიქსირებას, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თუკი რაიმე სერიოზული დარღვევა იქნება, საარჩევნო ადმინისტრაცია მასზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
’’დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ ისეთ გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდენს, რომელმაც შეიძლება უბნის გაუქმება გამოიწვიოს. დამკვირვებლები აფიქსირებენ დარღვევებს და თუ იქნება საფუძვლიანი საჩივარი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში კომისია საფუძვლიან გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები