კახეთში სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა – გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი, 30-ზე მეტი კი დაშავდა

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს,  შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 30 სამხედროზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებული სამხედროები ამ დროისთვის სასწრაფო სამედინიცო დახმარების ბრიგადებს დედოფლისწაროს საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შემთხვევის დროს სამხედრო ავტომობილში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

ფოტო: “2030”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები