ირაკლი სესიაშვილი: ის დისკომფორტი, რაც წვევამდელებს აქვთ, უნდა მოიხსნას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ის დისკომფორტი, რაც წვევამდელებს აქვთ, უნდა მოიხსნას, მეორე მხრივ კი სამხედრო სავალდებულო სამსახური უფრო მეტად შერწყმული უნდა იყოს სამხედრო-სარეზერვო სამსახურთან, – ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„პრემიერთან, უშიშროების საბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ აუცილებელია, შეიქმნას გარკვეული ჯგუფი სამთავრობო, საპარლამენტო თუ შერწყმული, რომელიც ამაზე იმუშავებს, საზოგადოებასთან ერთად იმსჯელებს თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმირება-ტრანსფორმირება, ამის რამდენიმე გეგმა არსებობს. ჩემი პოზიციაა, რომ ის დისკომფორტი, რაც წვევამდელებს აქვთ, უნდა მოვხსნათ, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა გავაძლიეროთ ის კომპონენტი, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური უფრო მეტად შერწყმული უნდა იყოს სამხედრო-სარეზერვო სამსახურთან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, აღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.  როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა, ასევე შეხვედრები გაიმართება ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც უწყების სამომავლო გეგმები დეტალურად გახდება ცნობილი, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები