გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეუთოს როლის და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები და ასევე ჟენევის ფომრატის მიმდინარეობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები