გოგა ხაინდრავა: როცა ერთ მხარეს არის საზოგადოება და მეორე მხარეს ფაშისტური ორგანიზაცია, კონსტიტუციურ უმრავლესობაზე გამართლებულია საუბარი

საბჭოთა კავშირის მსგავსი დახვეწილი კონსტიტუცია ამერიკის შეერთებულ შტატებსაც არ ჰქონდა, მთავარია ვინ მართავს ქვეყანას და რა მართავს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა იმ მიმართვას ეხმაურება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სახელით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გამოაქვეყნა. ხაინდრავა თვლის, რომ ადამიანები, ვინც მიმართვას ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.
„პარადოქსია, რომ ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც გაყალბების დედაა, არჩევნების სამართალს კითხულობს „კავკასიის უნივერსიტეტში“. აი, ასეთ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში გვიწევს ცხოვრება და ის სამოქალაქო საზოგადოება „ბუღაძეები“ და „კაკაბაძეები“ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, როცა ერთ მხარეს არის საზოგადოება და მეორე მხარეს ფაშისტური ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში, ყველანაირი უმრავლესობა გამართლებულია,“-განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდზე და დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე, რომელიც ხაინდრავას აზრით, ქართველმა საზოგადოებამ არ განახორციელებინა.
“თავის მანქანის აფეთქებიანად და ყველაფრიანად ეს იყო ერთი დიდი გეგმა, რომელიც მათ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ დაავიწყდათ, რომ აქ მეიდანი არ მოხდებოდა, ქართველი ხალხი სიბნელეში აღარ დაბრუნდება,“-განაცხადა ხაინდრავამ “კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები