რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის წარდგინება და გამოფენა გაიმართება

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) წარდგინება და გამოფენა გაიმართება.
ალბომში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, როგორც ბავშვობისდროინდელი, 6-11 წლის ასაკში, ფანქრითა და ტუშით შესრულებული უნიკალური ნახატები, ასევე სხვადასხვა წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები („ვეფხისტყაოსანი“, ფრანგულ ენაზე გამოცემული „დათა თუთაშხია“ და სხვ.) და სახარების მინიატიურები.
ალბომის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ალბომი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ტილოები.
გამოფენა გაგრძელდება 27 ოქტომბრის 15:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები