მეტროსადგურ “ნაძალადევში” მამაკაცს მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ შუახნის მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და მას მატარებელი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი მატარებლის სადგურში შესვლის დროს წაბორძიკდა, რა დროსაც ლიანდაგში ჩავარდა. მან თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები