თბილისში მამაკაცს სამშენებლო მასალების დაცლისას მილი დაეცა და გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ “სარაჯიშვილთან” უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომანქანიდან სამშენებლო მასალებს ცლიდა, მილის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები