საფინანსო-ანალიტიკური სამსახური ქუთაისის მერიაში დოკუმენტბრუნვის სისტემას ნერგავს

   ქუთაისის მერიაში მიმდინარეობს საქართველოს ფიანანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული პროდუქტის – „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის“ დანერგვის სამუშაოები. საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, შოთა მურღულიასთან შეხვდრისას სისტემის დანერგვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შოთა მურღულიამ ყურადღება გაამახვილა სისტემის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ქუთაისის მერიის საქმიანობის ეფექტიანობას გააუმჯობესებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქუთაისის მერია საქმისწარმოების სისტემაზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, ხოლო სრულად სისტემაზე გადასვლა მარტის თვიდან განხორციელდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის“ დანიშნულებაა დოკუმენტბრუნვის პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და ავტომატიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვასა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები