51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა VI მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეულისგან მისია სრულად გადაიბარა და სამშვიდობო მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლის მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სტორი და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოსა და ნატოს ჰიმნები შესრულდა. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად ამერიკის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის სამხედროებს ხელმძღვანელობამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
“მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლის მოადგილე გენერალ ლეიტენანტ სენდი სტორიმ 42-ე ბატალიონის „ალფას“ ასეულს მადლობა გადაუხადა: „მინდა, მადლობა გადავუხადო 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაკისრებული რთული ამოცანების მაღალ დონეზე შერულებისთვის. მისიაში მონაწილეობა მოითხოვს კონცენტრაციის მაღალ დონეს. ქართული ქვედანაყოფი ნამდვილად ძალიან კარგი სამხედროებითაა დაკომპლექტებული“.
14725734_1342088602490545_3526440030301322437_n 14708371_1342088475823891_3089764970896450872_n 14671141_1342088385823900_662846354627305108_n 14642487_1342088329157239_7871601444841323756_n 14671074_1342088295823909_6818908670716647591_n 14724406_1342088292490576_8077713503014264922_n 14702482_1342088372490568_8270674746340230957_n 14716290_1342088299157242_18692515090606645_n 14725624_1342088689157203_985027811341396163_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები