საუდის არაბეთის წამყვანი ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის წამყვანი ავიაკომპანიები სტუმრობდნენ.
TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტში ოპერირებად ავიაკომპანიების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა, TAV Holding-ის ორგანიზებით გაიმართა.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, „TAV Georgia“-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედინას აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიები ქვეყნის ავიაბაზრითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრა, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დისკუსიის დროს მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები „TAV Georgia“-ს ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.
TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-თან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 37 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის საუდის არაბეთის, მედინას აეროპორტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები