რიმა ბერაძე: ჩვენ ორიეტირებული ვართ ეკონომიკის გაძლიერებაზე

“ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვინდა იმისთვის, რომ ძალაუფლების არასწორად მართვაში გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.
​რიმა ბერაძე საკონსტიტუციო უმრავლესობის სასიკეთოდ გამოყენებაზე და მის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ყველა იმ დაპირების შესრულებისთვის გამოიყენებს, რაც არჩევნებამდე მოსახლეობას მისცა.
“დღეს “ნაციონალური მოძრაობა” გვაბრალებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ჩვენი თვითმიზანი, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვათვითცნობიერებთ ამომრჩევლის ამ ნდობას. ჩვენ უკვე უმრავლესობაში ვართ და ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ ყველა იმ სასიკეთო მიზნებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე გვაქვს გადასაჭრელი.
ჩვენ ორიეტირებული ვართ ეკონომიკის გაძლიერებაზე, ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლებას როგორ ჰქონდა მორგებული საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მონაპოვარს მოვარგებთ საქართველოს მოსახლეობის ინტერესს”, -განაცხადა “კვირას” პრესკლუბში რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები