რიმა ბერაძე: დაპირებები, რომელიც რჩება ჩუღურეთის რაიონისთვის, ბოლომდე შესრულდება
”დაპირებები, რომელიც რჩება ჩუღურეთის რაიონისთვის, ბოლომდე შესრულდება, – ამის შესახებ “კვირას” რესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.
ბერაძე თვლის, რომ “ქართული ოცნება” ყველა იმ პირობას შეასრულებს, რაც მოსახლეობას არჩევნების წინ მისცა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შრის, როგორც რიმა ბერაძე მიიჩნევს, პრობლემურად რჩება ჩუღურეთის რაიონში არსებული ინფრასტრუქტურა.
“ ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთია, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გია ვოლსკიმ უპირობოდ გაიმარჯვა. პირველი ამოცანა იყო ასეთი, რომ საკუნენახევრიანი სახლების პრობლემა მოგვეგვარებინა, ზოგ სახლში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. როცა დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, დავიწყეთ მძიმე ადგილებთ, ერთ-ერთი მათგანი იყო პაატა სააკაძის ქუჩა, სადაც 104 მობინადრე ცხოვრობს. ეს პრობლემა მოგვარებადია და ბატონი გიორგი ადგილზე გაეცნო ყველა მსგავს საკითხს , შეხვდა ადგილობრივებს და მათთან შეხვედრებმა განაპირობა სწორედ ეს გამარჯვება. ეს საკითხი გადაწყდება ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად”, – განაცხადა რიმა ბერაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.