პრაღაში აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს სტაბილური დღის წესრიგი, რომელიც ძირითადად მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს, ტურიზმს. ამ დღის წესრიგის მიხედვით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, სხვა საკითხების განხილვა არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები