ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციას განახორციელებს
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციას განახორციელებს, ასევე ღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით სამუშაოებს დააფინანსებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად სასესხო და საგრანტო შეთანხმება , „ტიფლის პალასში“ ხვალ გაფორმდება.აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკში (СEB) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი ვიტომირ მაილს რაგუზი მოაწერენ ხელს.