რატომ გადაიფიქრა გია ლორთქიფანიძემ საქართველოში ჩამოსვლა – ადვოკატის განმარტება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ადვოკატი გიორგი გელხაური განმარტავს თუ რატომ გადაიფიქრა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საქართველოში დაბრუნება.
გიორგი გელხაურის განცხადებით, ლორთქიფანიძემ საქართველოში დაბრუნება იმის გამო გადაიფიქრა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის გარემოება არ გაითვალისწინეს და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის საქმეზე აქვს წაყენებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე გიორგი გელხაურმა გიორგი ლორთქიფანიძის წერილი წაიკითხა, რომელშიც ის წერდა, რომ 15 ოქტომბერს, მის ამჟამინდელ სამსახურში შვებულებას იღებდა და ამავე დღეს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები