ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ტრაილერი“ შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი – ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები