სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოაშორებენ – ვინ იქნებიან ექსპრეზიდენტის ახალ გუნდში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხელ სააკაშვილს სადავეებს ჩამოაშორებს და პარტიის მმართველობას ხელში გიგა ბოკერიას ჯგუფი აიღებს“, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კულუარებში ამბობენ, რომ სააკაშვილს თავად აქვს გადაწყვეტილი პარტიის გამოყოფა და დამოუკიდებელი გუნდის შექმნა. ამ შემთხვევაში, მისი მოკავშირეები პარტიის სამეგრელოსა და აჭარის თავკაცები – ახალაიები და ვარშალომიძე იქნებიან.
როგორც გამოცემა წერს, ლევან ვარშალომიძე პოლიტსაბჭოს იმ 9 წევრს შორისაა, რომელმაც პარლამენტში შესვლას მხარი არ დაუჭირა. იგივე პოზიცია გაიზიარეს კახა ბუცხრიკიძემ, გიორგი კარბელაშვილმა, ვახტანგ ლემონჯავამ, ომარ მეგრელიძემ, ნუგზარ წიკლაურმა, კობა ხაბაზმა, ზურაბ მელიქიშვილმა და აკაკი მინაშვილმა.