სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს

„სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და არც პარლამენტში შესვლას აპირებს“,-ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის პოლიტსაბჭოს კენჭისყრის ღამეს, სანდრა რულოვსმა თავისი რადიკალური პოზიცია დააფიქსირა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, სანდრა რულოვსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან იგი პოლიტსაბჭოს წევრი არ არის, თუმცა მან საკუთარი პოზიციის არგუმენტად განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლის დაცვას.
ერთადერთი, ვინც რულოვსის გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ კედლებიდან გარეთ გამოიტანა და საჯარო გახადა, ნინო კალანდაძე იყო.
„გადაწყვეტილება ცნობილია, რომ, მაგალითად, ქალბატონი სანდრა არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში და ასევე, არ შევა პარლამენტში. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები სანდრას გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ იგი არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ის ასევე არ თვლის მიზანშეწონილად, რომ ირმა ინაშვილთან ერთი მანდატი გაიყოს“,-განაცხადა ნინო კალანდაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები