ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაახალოებით ერთი საათის წინ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ავტომობილი გადაადგილდებოდა, რა დროსაც აალდა. მომხდარის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა.
შსს-ში კრიმინალის შემთხვევას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები