ქეთევან ციხელაშვილი: დღეს მთელი საქართველოს დღესასწაულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა.
როგორც ციხელაშვილმა „თბილისობის“ დღესასწაულზე, ევროპის მოედანზე განაცხადა, ყველა სტუმარსა და ადგილობრივს ძალიან საინტერესო დღე ელოდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული – მთელი საქართველოს დღესასწაული, რადგან დღეს არის საქართველოს გულის, დედაქალაქის დღე. საზეიმო განწყობა გვაქვს, ბევრი თბილისელია მოსული აქ. ბევრი სტუმარია ასევე, საინტერესო პროგრამაა და ძალიან საინტერესო დღე ელოდება ყველა ვიზიტორსა და ადგილობრივს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები