თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
​საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები