მერაბ ფაჩულია, 8 ოქტომბრის ეგზიტპოლის შედეგებისა და ცესკო-ს შედეგების ცდომილების მიზეზებს ასახელებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის „გორბის“ ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია,  8 ოქტომბრის ეგზიტპოლის შედეგებისა და „ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების ცდომილების მიზეზებს ასახელებს.

ფაჩულია ცდომილების ერთ-ერთ მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეგზიტპოლის დისკრედიტაციას ასახელებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები მოუწოდებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, არ მიეღოთ ამ ეგზიტპოლში მონაწილეობა.

„ჩვენ სამი წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩავატარეთ „იმედისთვის“, სადაც აშკარად ჩანდა, 20%-იანი და მეტი სხვაობა პირველ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის. სამწუხაროდ, შეძლეს ჩვენი ეგზიტპოლის პოლიტიზირება და დისკრედიტაცია. ასევე, ხშირ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები მოუწოდებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, არ მიეღოთ ჩვენს ეგზიტპოლში მონაწილეობა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ ამბობდნენ თუ ვის მისცეს ხმა. ამომრჩევლების ნაწილი თავს არიდებდა პასუხს, ან რცხვენოდათ ეთქვათ ვის აძლევდნენ ხმას. ეს არის ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია ცდომილება. ასევე, მესამე მიზეზია, რომ ჩვენ არ გაგვაჩნდა ისტორიული მონაცემები თუ რა მოტივაციით აძლევს ხმას ამომრჩეველი პარტიებს. უახლესი ისტორიული მონაცემი, რითაც უნდა გვესარგებლა და უარი ვთქვით, ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ფაჩულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები