საარჩევნო კომისიებმა 8 ოქტომბრის შემდეგ ათასამდე საჩივარი განიხილეს

საარჩევნო კომისიებმა 8 ოქტომბრის შემდეგ ათასამდე საჩივარი განიხილეს.
როგორც ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ, ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 7 საჩივარი განიხილა, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შეტანილი.
საჩივრებიდან ამ ეტაპზე 294 დაკმაყოფილდა, არ დააკმაყოფილა 317 საჩივარი, 188 დატოვებული იყო განუხილველად, 68 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 5 საჩივარი კი თავად მხარეებმა გამოითხოვეს უკან.
მიქელაძის განმარტებით, საჩივრის განუხილველად დატოვება, ხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია გასაჩივრების წესი, კერძოდ, საქმე გვაქვს კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებთან ან ხარვეზებით შეტანასთან.
გარდა ამისა იყო მოთხოვნა რამდენიმე უბნის გადათვლის, რაც დააკმაყოფილა საარჩევნო ადმინისტრაციამ.
„მთაწმინდის ერთ, ბათუმის ერთ და კრწანისის სამ უბანზე ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, შედეგი არ შეცვლილა და ზუსტი ბალანსი დაჯდა”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
კანონმდებლობის თანახმად, მხარეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება საქალაქო სასამართლოებში გაასაჩივრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები