თეა წულუკიანი: როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ექნება ძალიან მძიმე პოზიცია

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ექნება ძალიან მძიმე პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შემდეგ, მარნეულში, კენჭისყრის ღამეს, სერიოზული დაპირისპირების თავიდან აცილება მოხდა.
„როცა ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებს. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგადაც, ჩვენ, მარნეულში, კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, პროვოკაციულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ახლა საქმე არის სასამართლოს ხელში, ყველანაირი განცხადება უკვე ზედმეტია. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც ჯიხაშკარში მსგავსი საქციელი ჩაიდინა, ციხეშია და ეს მისასალმებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები