მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
„ხეების წაქცევის გამო სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 11 წლის ბავშვია. 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გათიშულია ელექტროენერგია. ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ სკოლებში შეწყდეს სასწავლო პროცესი, ხოლო ყველა საგანგებო სამსახურის მაქსიმალური მობილიზება მოხდეს“, -აღნიშნა სააკაშვილმა.
შტორმი და ძლიერი ქარი ოდესას 12 ოქტომბერს დაატყდა თავს. რამდენიმე ადამიანი ხის დაცემას ემსხვერპლა. ასევე ოდესაში ამწე წაიქცა, რომელმაც ავტობუსი და მანქანა მოიყოლა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები