შს მინისტრი: დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა

“დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა.“ – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას.
მისი თქმით, მარნეულში დაკავებული პირები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე.
“დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი. ზეწოლას დაკავებულებზე ადგილი არ ჰქონია. ეს არის ყველაფერი სიცრუე. ალბათ გაგიგიათ, თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები