ალი ბაბაევი: მე დღეს გამოვდივარ და მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დააკავონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, მარნეულში მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორების დაკავებას სთხოვს.
ალი ბაბაევმა სამართალდამცავებს დღეს „კვირას“ პრესკლუბში“გამართული პრესკონფერენციიდან მიმართა.
იგი კონკრეტულ ლიდერებს ასახელებს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ფართომასშტაბიან შეტაკებას გეგმავდნენ. “იქ იყო დავით ბაქრაძეც, იქ იყო კობა ხაბაზი, ამ ადამიანებმა დანაშაულისკენ უბიძგეს ბავშვებს, მე მივმართავ პოლიციას, დააკავონ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებმაც მარნეული შეტაკებისთვის გაიმეტეს.
ეს მონაპოვარი, რაც გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ უკან არ უნდა დავბრუნდეთ, თუ ვინმეს უნდა უკან დაბრუნება, წავიდეს ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან,“-განაცხადა ალი ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ალი ბაბაევი მეორე ტურის დროს ხელისუფლებას პრევენციისკენ მოუწოდებს, იგი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს. ბაბაევი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ბურჭულაძის პარტიას“ ერთ ჭრილში განიხილავს.
„რაც ხდება ქვემო ქართლში, ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ამ ეტაპზე. ამ ყველაფრის უკან დგანან „ნაციონალური მოძრაობის “ლიდერი იმან ყულიევი და ასევე ბურჭულაძის პარტიის ლიდერი- ბაირამოვი.
მე ამ ორ პარტიას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. მოვუწოდებ სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ აგებინონ პასუხი ამ ხალხს დესტაბილიზაციისთვის და ბავშვების შეტაკებაში ჩაბმის მცდელობისთვის”, – განაცხადა ალი ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები