ალი ბაბაევი: მქონდა ინფორმაცია, რომ ყიზილაჯლოში თავდასხმა იგეგმებოდა, ინციდენტის დროს იქ ხაბაზი იყო

მე ვიცოდი, რომ ესენი დაიწყებდნენ ქაოსს ერთ უბანში და შემდეგ გადაედებოდა სხვა უბნებსაც. იგეგმებოდა სერიოზული დესტაბილიზაცია.-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა.
ბაბაევმა აღნიშნა, რომ ინციდენტი დაგეგმილი და უფრო დიდი მასშტაბებისთვის იყო გათვლილი.
“მე მქონდა ამ არეულობაზე ინფორმაცია, რასაც აპირებდნენ, შესაბამისად, ექნებოდა ინფორმაცია პოლიციასაც და დროულად მოხდა სერიოზული დესტაბილიზაციის თავიდან აცილება.
ამის უკან იდგნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჭულაძის“ პარტიის კანდიდატები. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, დროულად გამოიძიონ ყველაფერი, რადგან ის ხალხი დღეს არ არის დასჯილი, ვინც ამ ბავშვებს მოუწოდებდა, რომ ქაოსი შეექმნათ.-„განაცხადა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბაბაევი აცხადებს, რომ რცხვენია ინციდენტში მონაწილე აზერბაიჯანელების და იმის გამო, რომ აზერბაიჯანელების სახელი საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს უარყოფით კონტექსტში გაჟღერდა.
“იქ იყვნენ 13-14 წლის ბიჭები და მათით მანიპულირება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოახერხეს, რომლებიც ინციდენტის ადგილზე შორიახლოს იმყოფებოდნენ, მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, იქ იმყოფებოდა კობა ხაბაზიც.
მე ძალიან მრცხვენია, რომ აზერბაიჯანელთა სახელი, ასე ცუდად გაჟღერდა ჩატარებული არჩევნების დროს,“-განაცხადა ალი ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები