შს მინისტრის მოადგილე: მარნეულში ექვსივე პირის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა

შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა მარნეულში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ექვსივე დაკავებულის ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ ბრალდებულები.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტრო მზად არის, გამოაქვეყნოს სატელეფონო გასაუბრების ოქმებიც.
“ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე. არსებობს სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომელიც შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ. როდესაც ეს პირები გადაიყვანეს იზოლატორში, 4-საათიან ვადაში ყველა ოჯახი იყო გაფრთხილებული, რომ ეს პირები დაკავებულები იყვნენ და იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი. რაც შეეხება დაკავებულ პირებს, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია როგორც მონაწილეები, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები. გარდა ამისა, როდესაც პოლიციის სპეცრაზმი შევიდა დასაკავებლად, ერთ-ერთმა პირმა მათ გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა. იქ ადგილი ჰქონდა თავდასხმას პოლიციელებზე“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები