C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები თებერვლიდან დაიწევს
ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, 10 ათასი ადამიანისთვის ეტაპობრივად შეიძინა და შემოიტანა მედიკამენტი 60%-ით უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე დღეს ღირს. ფასდაკლების პროექტი განხორციელდება მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც უკვე დიაგნოზი უკვე დაუდგინდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და ფაქტობრივად ხელში უჭირავს დანიშნულება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება პირველი თებერვლიდან დაიწყება. მსურველებს დაწვრილებითი მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. რამდენიმე ავტორიზებული აფთიაქი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება, სადაც მოსახლეობა ამ მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძენს. შეზღუდვის მიხედვით, მედიკამენტები ფასდაკლებით არ გაიცემა იმ პირებზე, ვინც ვარაუდობს, რომ C ჰეპატიტი აქვს, ან დაუზუსტებელია გენოტიპი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს ფასი სიიაფით მსოფლიოში, ეგვიპტის შემდეგ, მეორე ადგილზეა. შეზღუდვაც სწორედ ამიტომ დაწესდა, რომ არალეგალურად არ გაყიდულიყო და ნებისმიერს არ შესძლებოდა მედიკამენტების ამ ფასად შეძენა და სხვა ქვეყანაში უფრო ძვირად გაყიდვა.