ყირიმში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ყირიმში უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ის ექსტრემისტული ლიტერატურის გადატანაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუსეთის სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, მამაკაცი „ჯანკოის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს. აქ მესაზღვრეებმა „ფიატის“ მარკის ავტომანქანის შემოწმება გადაწყვიტეს.
ამასთანავე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური არც დაკავებულის ვინაობას, არც ამოღებული ლიტერატურის სახელწოდებას არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები