ნინო გოგუაძე: ძალიან მძიმე დღე დადგა

,,მგონია, რომ ძალიან მძიმე დღე დადგა“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, პარტია ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
„პარტია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას. მგონია, რომ ძალიან მძიმე დღე დადგა და დავბრუნდით საბჭოთა კავშირში. ყველამ უნდა გაავაანალიზოთ, როგორ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება და რა გამოსავალი არსებობს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პარტია ფუნქციონირებას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები